Saturday, July 7, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ პრეზენტაციები, განვიხილეთ, მივიღეთ უკუკავშირები და ავტვირთეთ ბლოგზე.
მადლობა ქალბატონო მარეხი გაწეული სამსახურისათვის. კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით და აუცილებლად დავგეგმავ პროექტს მომავალ სასწავლო წელს. ნახვამდის

Sunday, July 1, 2018

მერვე დღის რეფლექსია

კვლავ გავიმეორეთ განვლილი მასალა. გადავხედეთ შეფასების ფორმებს. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. შევქმენით დავალების ფორმები, აგრეთვე დამხმარე მოსწავლისთვის ფასილიტაციის სახით. გადავხედეთ პორთფოლიოს და ჩავინიშნეთ თუ რა დოკუმენტი უნდა იყოს თვითოეულ საქაღალდეში. 

Saturday, June 30, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გავიმეორეთ განვლილი მასალა და გავეცანის დღის განმავლობაში შესასწავლ საკითხებს. განვიხილეთ რამდენიმე საშინაო დავალების ნიმუში( მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია) და მივიღეთ მითითებები. გავეცანით შეფასების რამდენიმე ნიმუშს და დროში გაწერილ გეგმას. მოგვცეს დავალება მეორე დღისთვის.

Sunday, June 24, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით დღის განმავლობში შესასწავლ მასალებს, გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა და ვიმუშავეთ აქტივობებზე, განვიხილეთ რამდენად გავდივართ მაღალ სააზროვნო უნარებზე. გავეცანით მოსწავლეების ნიმუშებს. მოვირგეთ მათი როლები. გავეცანით დავალებას, რომელიც სახლში უნდა გავაკეთოთ.


Saturday, June 23, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოცემული დავალებები, შემდეგ დავწყვილდით და მივეცით მეწყვილეს პრეზენტაციის ირგვლივ უკუკავშირი. შევქმენით ბლოგზე გვერდები და განვათავსეთ მასზე სურათები. ჩამოვტვირთეთ მასალა საავტორო უფლებების შესახებ.

Sunday, June 17, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა, გავეცანით დღის განმავლობაში შესასწავლ საკითხებს და გავაკეთეთ ზოგადი მიმოხილვა.განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვაფორმები და დავასრულეთ მეორე მოდული..
გვაქვს საშინაო  დავალება შესასრულებელი

Saturday, June 16, 2018

მესამე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა და გავეცანით დღის მანძილზე განსახორციელებელ გეგმებს, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმით იყო მოწოდებული ტრენერის მიერ.
განვიხილეთ დავალება, რომელიც გვქონდა სახლში გასაკეთებელი, კერძოდ ბუკლეტების დამზადება.მივიღე საჭირო რეკომენდაციები შესრულებული სამუშაოს უკეთ წარმოსაჩენად.
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე. კურსის რესურსებში შევინახეთ პროექტისთვის საჭირო საკვანძო სიტყვები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კითხვები უნდა იყოს სპეციფიკური და არა ბუნდოვანი.
დავალება მოგვეცა საგნობრივი სტანდარტის გრაფის შევსება.
ჩემს ძლიერ მხარეს განაპირობებს მოწოდებული მასალის სწორად გაგება-გააზრება რაც ტრენერის დამსახურებაა.მ

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ პრეზენტაციები, განვიხილეთ, მივიღეთ უკუკავშირები და ავტვირთეთ ბლოგზე. მადლობა ქალბატონო მარეხი გაწეული სამსახურისათვის. კმაყოფილ...